ბარსელონა მადრიდის რეალის ნახევარმცველს ისკო ალკორკონს არ ეშვება და სურს, რომ ეს ფეხბურთელი კატალონიური გუნდის წევრი გახდეს.
ისკოს არა აქვს სტაბილური ადგილი რეალის ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ სავარაუდოდ ის ზაფხულში რეალს დატოვებს. მისი შეძენა რამდენიმე იტალიურ კლუბსაც სურს, თუმცა ისკომ აღიარა, რომ ბავშვობაში ის ბარსელონას გულშემატკივარი იყო, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბარსელონამ თავის საწადელს მიაღწიოს.
ისკო რეალში 2013 წელს გადავიდა და პერიოდულად ის აღწევდა ხოლმე წარმატებას თავის გუნდთან ერთად, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო, ის რეალის ლიდერი ვერ გახდა.
ისკოს ტრანსფერი რეალს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, ამიტომ სამეფო გუნდი მას ადვილად არ დათმობს.

