
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განაცხადებით, შარდენზე კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი მომხდარი ინციდენტის გამო, პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.
ბერა ივანიშვილმა ნუგზარ წიკლაურს უპასუხა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
_ მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს… მომხდართან არც მე და არც ერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.