ჩელსი ედენ აზარის გაშვებას არ აპირებს

ჩელსი ედენ აზარის გაშვებას არ აპირებსლონდონის ჩელსი თავისი ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის გაშვებას არ აპირებს და მალე აზარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, გაუმჯობესებული პირობებით.

აზარის შეძენას აქტიურად ცდილობს მადრიდის რეალი და სამეფო გუნდის ერთ–ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ აზარი ითვლება, თუმცა ჩელსი თავის ლიდერთან განშორებას არ აპირებს და სავარაუდოდ აზარი ჩელსიდან არ წავა.

ედენ აზარი ჩელსიში 2013 წელს ფრანგული ლილიდან გადავიდა და მას შემდეგ ის ლონდონური კლუბის ყველა წარმატების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედია. აზარის სატრანსფერი ფასი დაახლოებით 80 მილიონი ევროა.