დემნა გვასალიას მოდის ოსკარი გადაეცემა

დემნა გვასალიას მოდის ოსკარი გადაეცემაქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას მოდის ოსკარი გადაეცემა.

ბალენსიაგას ქართველმა ხელმძღვანელმა მოახერხა და თავისი ორიგინალური კოლექციებით მსოფლიო მოდის ინდუსტრია აალაპარაკა.
მოდის კრიტიკოსები, დიზაინერები თუ შემსყიდველები აქტიურად საუბრობენ დემნას განსხვავებულ ხედვაზე და მის ორიგინალურ კოლექციებზე. დემნა გვასალიას სამოსი აცვიათ მსოფლიოში ცნობილ მომღერლებს, მოდელებს თუ მსახიობებს.

სელენა გომესი, რიანა, ჯიჯი ჰადიდი ხშირად იწონებენ თავს ქართველი დიზაინერის შექმნილი კოსტიუმებით.
დემნა გვასალია პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც მოდის ოსკარი დაიმსახურა, ამიტომაც ის მოდის ინდუსტრიის ისტორიაში გამორჩეულად შევა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ივნისში ნიუ-იორკში გაიმართება, სადაც ქართველი დიზაინერი კუთვნილ ჯილდოს მიიღებს.