ძიუდოისტთა გრან სლემზე ლაშა გიუნაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

ძიუდოისტთა გრან სლემზე ლაშა გიუნაშვილმა ბრინჯაო მოიპოვააზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილმა მოიპოვა. გიუნაშვილმა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუს ვაზარით მოუგო.
ამავე წონით კატეგორიაში სტარტზევე დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა თორნიკე ნაგლიაშვილი. ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრები 11-კაციანი გუნდით 6 წონაში გამოდის, 12 მარტს დასრულდება.