ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წავიდა

ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წავიდამომღერალი ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წავიდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შვილმა ნუკა კვალიაშვილმა და მეგობრებმა გააცილეს.
გაცილების ფოტოები ნუკა კვალიაშვილმა ინტერნეტში განათავსა და დედას წარმატებები უსურვა.
მომღერალი, რომელიც ბოლო წლებია, თავის საქმეს ვერ აკეთებს და არანაირ კონცერტებში არ მონაწილეობს, ხშირად საუბრობს შავ სიებსა და დაბლოკვებზე. საბოლოო ეკა კვალიაშვილმა საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რათა საკუთარი შესაძლებლობები საზღვარგარეთ გამოავლინოს და საყვარელ საქმეს ემსახუროს.
ეკა კვალიაშვილი საბერძნეთში წავიდა. 12 მარტს ის და თემურ თათარაშვილი მსმენელისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ქართველ მომღერლებს თბილისიდან გია ჯაჯანიძეც შეუერთდება.
ეკას მსგავსად, საქართველოს მისი შვილი ნუკა კვალიაშვილიც დატოვებს. ნუკა უცხოეთში ოჯახთან ერთად _ ქმართან და ორ ბიჭთან ერთად მიდის.