არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ გონსალო იგუაინზე ილაპარაკა და თქვა, რომ იგუაინს შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით.
ყველასთვის ცნობილია, რომ იგუაინმა არგენტინის ნაკრების რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და კრესპოს აზრით ეს მოქმედებს გონსალოზე და ის ვერ აჩვენებს ისეთ თამაშს როგორიც შეუძლია.
არგენტინის ნაკრები ამჟამად მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირზე მე-5 ადგილს იკავებს და მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად სერიოზული ბრძოლა ელით წინ.

