განო მელითაური სიკვდილს გადაურჩა

განო მელითაური სიკვდილს გადაურჩამოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური სიკვდილს გადაურჩა. სამი შვილის დედა კუჭის ტკივილით მივიდა ექიმთან და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა. იმდენად სერიოზული, რომ განო სასწრაფო საოპერაციო გახდა.
განო მელითაური ამჟამადაც კლინიკაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
განო მელითაური:
_ გამოჟონილი ბრმანაწლავი და გასკდომის პირას მყოფი კისტა ერთდროულად, ოღონდ კუჭის ტკივილით მივედი…
6 მარტის შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს, რეალურად დღეს მოვედი გონს ოპერაციის შემდეგ და ყველამ მსურს გაიგოს კლინიკა “ღია გულის” და შეუდარებელი ქირურგის ნოდარ ხმალაძის შესახებ!?

მადლობა, რომ გადამარჩინე! ნოდარ ხმალაძე ჩვეულებრივი ვირტუოზი ხარ! შენნაირი უნდა იყოს ქირურგი!