მთავრობის ყოფილი წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უყურებდა მინისტრების ერთმანეთთან დაპირისპირებას.
სანდრო ბრეგაძე:
_ თავიდანვე ებრძოდნენ ერთმანეთს. სასწაული რამეები ხდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი შეეწირა ამ ინტრიგებს. მისი პრემიერობიდან გადაყენება არც ნაციონალური მოძრაობის და არც სხვა ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოებული კამპანიის შედეგად არ მომხდარა.
მის წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო თავად ხელისუფლებამ. მის წინააღმდეგ ინტრიგები მინისტრთა კაბინეტშივე იხლართებოდა. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ის თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ამ საქმეში ლომის წილი შეიტანეს რესპუბლიკელებმა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცოლ-ქმარი ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილის ღვაწლი. მაგრამ სხვებს რომ ხელი არ შეეშველებინათ, ისინი ღარიბაშვილს ვერაფერს დააკლებდნენ.
მისი განცხადებით, მთავრობის შიგნით არსებობდა დაჯგუფება, რომლის მთავარი ამოცანა ინტრიგების ხლართვა და ჭორების მოგონება იყო. ღარიბაშვილის წინააღმდეგ მათ კარგად იმუშავეს.
– მინდა ხალხმა თავისი თვალით დაინახოს, თუ რა საცოდავ დღეში არის ჩვენი ქვეყანა. მინდოდა ხალხს გაეგო, თუ რა ტიპის ადამიანები მართავენ დღეს ჩვენს სამშობლოს, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ სანდრო ბრეგაძე.

