მოდელი და წამყვანი გიორგი ნაზღაიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობის შემდეგ, გიორგი მომღერალ ნინო ჩხეიძის რადიოში მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ მოდელი სამსახურიდან დაითხოვეს.
გიორგი ნაზღაიძე არ აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც ნინო ჩხეიძის რადიო დატოვა. მოდელთან ერთად სამსახურიდან მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გაგლოევიც გაათავისუფლეს. გიორგი გაგლოევი კომედი არხზე მსახიობ ნინო მუმლაძესთან ერთად ”სპარინგ შოუს” უძღვებოდა.
გიორგი ნაზღაიძემ საქართველოდან უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა. იგი მეგობარს მოინახულეს და სამშობლოში დაბრუნებული, დარწმუნებულია, რომ ახალ საქმიან წინადადებებს მიიღებს.

