გურამ კაშიათი სუონსი დაინტერესდა

გურამ კაშიათი სუონსი დაინტერესდაქართველი მცველით გურამ კაშიათი, რომელიც ამჟამად არნემის ვიტესში თამაშობს, უელსური გუნდი სუონსი დაინტერესდა.

სუონსი პრემიერ ლიგის ბინადარია, ინგლისის ჩემპიონატს კი ბევრი საუკეთესოდ თვლის მსოფლიოში. თვითონ კაშიამ აღიარა, რომ მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია და მას ეს ტურნირი ბავშვობიდან უყვარს.
_ პრემიერ ლიგის გუნდის ინტერესი ჩემთვის დიდი პატივია. ინგლისის ჩემპიონატს ბავშვობიდანვე ვუყურებ და ლივერპულს ვგულშემატკივრობ, რადგან ძალიან მომწონს იურგენ კლოპი, _ განაცხადა გურამ კაშიამ.