მილანის ინტერს ზაფხულში შემტევი ნახევარმცველის ყიდვა სურს.
მილანური კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, აქედან ერთ-ერთი პსჟ-ს არგენტინელი ვინგერი ანხელ დი მარიაა.
დი მარია ზაფხულში პსჟ-ს დატოვებას აპირებს, ამიტომ მისი ტრანსფერი ინტერში რეალურია.
დი მარიას ყიდვა ინტერს სავარაუდოდ საკმაოდ ძვირი დაუჯდება, თუმცა კონკრეტულ ფასზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს.
პსჟ-ში გადასვლამდე დი მარია მადრიდის რეალის, იქამდე კი ლისაბონის ბენფიკას ღირსებას იცავდა.

