მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი მესამე ბიჭის მამა გახდა. მას და მუსიკოს სოფო ბუკიას პატარა ნიკოლოზი შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.სასიხარულო ინფორმაცია ირაკლი ჩოლოყაშვილმა თავად გაავრცელა და პატარას ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა:
_ გაიცანით… ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი…
ირაკლი ჩოლოყაშვილი დიმიტრი, თეიმურაზ და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილების მამაა. დიმიტრი მას პირველი ქორწინებიდან მსახიობ ნინო იოსელიანთან ჰყავს. თეიმურაზი და ნიკოლოზი კი მუსიკოს სოფო ბუკიასთან.
მშობლები და პატარა ნიკოლოზი უამრავ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს იღებენ.