პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ცდილობს თავისი ლექსებით ისაუბროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ყველაზე აქტუალურ საკითხებსაც შეძლებისდაგვარად იუმორით შეხედოს.
ბოლო დღეებში ქართულ სახელოვნებო წრეებში განხილვის თემა გახდა ახალი პანთეონი, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას.
ხელოვანთა ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია მახათაზე პანთეონის გახსნის, რადგან ასეთ მივარდნილ ადგილას მათთან არავინ მივა. ისინი ხელისუფლებისგან დიდუბის პანთეონის გადიდებას მოითხოვენ და დიდუბის ეკლესიასა და პანთეონს შორის არსებული კედლის დემონტაჟს ითხოვენ.
მახათას მთაზე ახალი პანთეონის განთავსებას იუმორით და ახალი ლექსით გამოეხმაურა 85 წლის პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი:
`მივმართავ ყველა ქართველსა, მუსულმანსა და `რუსულმანს~,
ვინც წყევლით ანთებს სანთელსა, ვინც კაცს სიკვდილი უსურვა.
დღე დადგა ნაღდი ახვრების, ჭილყვავი-მართვე ჰგონიათ,
სადაც მე დავიმარხები, იქ ჩემი პანთეონია.
ახლა კაცი ვარ ფართო ხნის, ვახ მე, ამ ხალხში რა ვნახე,
მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის _ ჰო და, ამ ბაღში დამმარხეთ.~