გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ჯგუფ ”სახეს” ვარსკვლავს გაუხსნიან. წელს ჯგუფი 20 წლის ხდება და საიუბილეო თარიღს 14 მაისს კონცერტით და სახელობითი ვარსკვლავის გახსნით აღნიშნავს.
დათო ხუჯაძემ ინტერნეტში ჯგუფის იუბილესთან დაკავშირებული ფოტო გაავრცელა, სადაც მხოლოდ 2 წევრი _ დათო ფორჩხიძე და დათი ხუჯაძე არიან გამოსახული.
როგორც მომღერლებმა განაცხადეს, მათ სცადეს გოგა ხაჩიძის დაყოლიება და საიუბილეო კონცერტში მონაწილეობაზე მოლაპარაკება, თუმცა დადებით შედეგს ვერ მიაღწიეს. ამიტომაც მაისში დაგეგმილი ”სახეს” 20 წლის საიუბილეო კონცერტი გოგა ხაჩიძის გარეშე ჩავლის.
ჯგუფი ”სახე” იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქართულ ესტრადას რადიკალურად განსხვავებული და ორიგინალური სიმღერები შემატა. მისი კონცერტები ყველა საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგით მიდიოდა, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტების სანახავად მაყურებელი ხეებზეც ადიოდა.