ჯო ჰარტი ტორინოდან წასვლას არ აპირებს

ჯო ჰარტი ტორინოდან წასვლას არ აპირებსჯო ჰარტმა თავის იტალიურ ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ტორინოში ბედნიერია და წასვლას არ აპირებს. ჰარტი ტორინოში იჯარის წესით თამაშობს, თუმცა ტორინოს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ჰარტის თქმით ის ტორინოში დარჩენას აპირებს, რადგან ძალიან მოსწონს როგორც იტალიური ფეხბურთი ასევე კულტურა და ცხოვრების წესი.

როგორც მოგეხსენებათ, ჯო ჰარტი წლების მანძილზე მანჩესტერ სიტის მეკარე და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ ჰარტმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რის გამოც მას გვარდიოლასთან უთანხმოება მოუვიდა და საბოლოოდ ჰარტმა მანჩესტერ სიტი დატოვა.