ხამეს როდრიგესი შესაძლოა ლივერპულში აღმოჩნდეს

ხამეს როდრიგესი შესაძლოა ლივერპულში აღმოჩნდესმადრიდის რეალის კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი შესაძლოა ზაფხულში ლივერპულში აღმოჩნდეს.

ხამესის რეალიდან წასვლაზე უკვე დიდიხანია საუბრობენ, რადგან ხამესს ზიდანთან უთანხმოება აქვს და ძირითად შემადგენლობაში ის იშვიათად ხვდება.

ამის გამო სავსებით რეალურია რომ კოლუმბიელმა შემტევმა გუნდი შეიცვალოს. რაც შეეხება ლივერპულს, იურგენ კლოპის გუნდი ზაფხულში სერიოზულად აპირებს გაძლიერებას და ხამესში ლივერპული 60 მილიონ ევროს იხდის.

ეს ზუსტად ის თანხაა, რომელიც თავის დროზე რეალმა მონაკოს გადაუხადა ხამესის ტრანსფერში. თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.