ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას ეხმაურება _ “ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი”

ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას ეხმაურება _ "ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის შვილი თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს.

ფაქტი ნიუპოსტს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება ახალგაზრდას ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

თორნიკე კოპალეიშვილი თბილისში დააკავეს.

ვაჟის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს ხატია დეკანოიძე.

_ ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს! _ აცხადებს დეკანოიძე.