მანჩესტერ სიტის ჩილელმა გოლკიპერმა უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ ის თავისი ამჟამინდელი გუნდის მანჩესტერ სიტის დატოვებას აპირებს.
ბოლო პერიოდში ბრავომ სიტის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამის გამო გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლაუდიოს სხვა გუნდში გადასვლა სურს.
ეს ინფორმაცია თვითონ ბრავომ უარყო და თქვა, რომ ის ბედნიერია მანჩესტერში და მისი ოჯახიც ინგლისში თავს კარგად გრძნობს, ამიტომ სხვა კლუბში გადასვლაზე საუბარი ზედმეტია.
აღსანიშნავია, რომ სეზონის დასაწყისში, როდესაც ბრავო ბარსელონადან მანჩესტერ სიტიში გადავიდა, ის სიტის პირველ მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ არადამაჯერებელი თამაშის გამო, მან ეს ადგილი დაკარგა და პირველი მეკარე ამჟამად ვილი კაბალიეროა.

