კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოირჩინა

კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოირჩინამადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მცირე ტრავმა მოირჩინა და ის თავის თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ტრავმის გამო კრიშტიანომ ესპანეთის შეხვედრა გამოტოვა, რომელშიც მისმა გუნდმა ეიბარი სტუმრად 4:1 დაამარცხა.
ხვალ რეალი ჩემპიონთა ლიგაში განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს ნაპოლისთან და ამ მატჩში რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

პირველი მატჩი მადრიდში რეალის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.