ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს და ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა უკვე გამოთქვა თავისი აზრი ამ დაპირისპირების შესახებ.
ბაიერნის ყოფილი კაპიტნის, ლოთარ მათეუსის აზრით, ბაიერნი ამ წყვილის ფავორიტია, რადგან გერმანელები უფრო კონტაქტურ ფეხბურთს თამაშობენ. მათეუსმა აღნიშნა, რომ ორივე მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება
პირველი შეხვედრა მიუნხენში 12 აპრილს გაიმართება. ერთ კვირაში გუნდები ამჯერად უკვე მადრიდში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ბაიერნი და რეალი ბოლოს ერთმანეთს 2014 წელს შეხვდნენ, როდესაც გერმანულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 0:5 წააგო.

