ჟურნალისტი მაია ასათიანი ქალიშვილის, 18 წლის ნუცა მახვილაძის, გარდაცვალების შემდეგ ტელევიზიაში სამუშაოდ დაბრუნდა.
თოქ შოუ პროფილის წამყვანი და მარაოს ხელმძღვანელი კოლეგებს რუსთავი 2-ში უკვე შეხვდა.
პროფილის პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ მაია ასათიანთან და პროფილის შემოქმედებით გუნდთან ერთად გადაღებული ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა და ჟურნალისტს სამსახურში დაბრუნება მიულოცა.
ფოტოს ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. მაია ასათიანს მაყურებელმა ყველაზე ძლიერი ქალი უწოდა და უდიდესი ტკივილის გამძლეობა უსურვა.
მაია ასათიანს ერთადერთი ქალიშვილი პარიზში მენინგიტით გარდაეცვალა. გოგონა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მაია ასათიანმა პირად ტკივილთან გამკლავება საყვარელი საქმის კეთებით გადაწყვიტა, საკუთარი სიძლიერე კიდევ ერთხელ გამოავლინა და ეკრანზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.