მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ოცნება ახდა. მისი 60 წლის იუბილეზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორის საღამო გაიმართა. მამუკას სიმღერები მისმა ახალგაზრდა კლეგებმა იმღერეს.
ოთო ნემსაძემ, თემო საჯაიამ, ნინი ბადურაშვილმა, ნოდიკო ტატიშვილმა, გიგი ადამაშვილმა, აჩიკო ნიჟარაძემ, დათუნა მგელაძემ, გიორგი მეფისაშვილმა, ლენკა ზვიადაძემ, ლევან კბილაშვილმა, ლიზა ჩიჩუამ მამუკას სიმღერები ახლებურად გააჟღერეს.
მომღერლისა და კომპოზიტორის შემოქმედებითი საღამოს რეჟისორი გაგა გოშაძე იყო, კონცერტს კი რუსთაველის თეატრის მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე უძღვებოდა.
მამუკას ჩარკვიანის სცენაზე გამოჩენას გადავსებული დარბაზი მხურვალე აპლოდისმენტებით და ფეხზე ადგომით შეხვდა, რამაც ხელოვანის გულწრფელი გაკვირვება გამოიწვია.
_ ამხელაზე არ ველოდი ხალხის რეაქციებს, ეტყობა მართლა ვუყვარვარ ამ ხალხს, ან რაღაცაშია საქმე. ადგნენ ფეხზე შენი სახელის გამოცხადებაზე და 5-5 წუთი უკრავდნენ ტაშს, ეს საოცრება და დიდი ბედნიერება, _ განაცხადა მამუკა ჩარკვიანმა.
მთავარი ბედნიერება და სიხარული კი მას წინ ელოდა. კონცერტის დასასრულს მისი დიდი ხნის ოცნება ახდა, ავსტრიაში მოგზაურობაზე მეოცნებე მამუკა ჩარკვიანს ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ 2 ბილეთი აჩუქა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით.