მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის, ბარსელონას ბრაზილიელ ვარსკვლავში ნეიმარში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო თვითონ ფეხბურთელს კი წელიწადში 25 მილიონიან ანაზღაურებას ჰპირდება.
ნეიმარმა ბოლო მატჩებში შესანიშნავი თამაში აჩვენა და მისი შეძენა ისევ ბევრი კლუბის ოცნებაა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ბარსელონას მას არ გაუშვებს.
სეზონის წინ აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ რომ ნეიმარი პსჟ-ში გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ საბოლოოდ ეს ტრანსფერი არ შედგა და ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბარსელონაში დარჩენა ამჯობინა.
სავარაუდოდ ამჯერადაც იგივე სცენარი განმეორდება.

