პსჟ-ს იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ ის ფრანგულ ჟურნალს ეკიპს სასამართლოში უჩივლებს ცილისწამების გამო. ეკიპმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც მარკო ვერატი თავის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ბარსელონასთან მატჩის წინა დღეს პარიზის კლუბში იმყოფებოდა, რომელიც მან შუაღამისას დატოვა.
ფრანგული ჟურნალის თქმით ბარსელონასთან გამანადგურებელი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ვერატიმ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და მან თავის ადვოკატებს დაავალა, რომ მათ ამ ჟურნალს სასამართლოში უჩივლონ და ფულადი კომპენსაცია მოითხოვონ. რა თანხაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ნოუ კამპზე პსჟ-მ ბარსელონასთან 1-6 წააგო და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

