ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარაბარსელონა-პსჟ-ს მატჩში ბარსელონას ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ლიგის რეკორდი დაამყარა.

მან ამ შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო და ასევე 2 საგოლე პასი გააკეთა.
ნეიმარს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბარსელონა წელს ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ 2 შეხვედრას კიდევ ჩაატარებს, ნეიმარს ექნება შანსი, თავისი რეკორდი გააუმჯობესოს.
ბარსელონას მეტოქე მეოთხედფინალში 17 მარტს გაირკვევა, როდესაც კენჭისყრა ჩატარდება.