ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მასტერსის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ბასილაშვილი რეიტინგის მიხედვით ტურნირზე ვერ ხვდებოდა და საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაევლო, თუმცა ბოლო მომენტში ტურნირს ტომას ბერლოკი გამოაკლდა და ნიკა მის მაგივრად ჩასვეს.
პირველ შეხვედრას ბასილაშვილი ვეტერან ესპანელ ჩოგბურთელთან ტომი რობრედოსთან გამართავს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მომდევნო მეტოქე ამერიკელი სემ ქიურეი იქნება, რომელიც მსოფლიოს 22-ე ჩოგანია.
რაც შეეხება რობრედოს, ის ამჟამად ასეულს მიღმაა, მაგრამ თავის დროზე ის ცნობილი ჩოგბურთელი იყო, რომლის ანგარიშზეც 12 მოგებული ტურნირია.

