მიუნხენის ბაიერნის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი კარიერის დასრულებას ბაიერნში აპირებს.
ამჟამად რიბერი 33 წლის არის და ის კიდევ რამდენიმე სეზონის ჩატარებას აპირებს, ხოლო ამის შემდეგ კი მისი კარიერა როგორც ფეხბურთელის დასრულდება. ფრანგ ფეხბურთელმა ისიც განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის საცხოვრებლად მიუნხენში დარჩება.
რიბერი ბაიერნის ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ამ ხნის მანძილზე მან გუნდთან ერთად უამრავი ტიტულის მოგება შეძლო. 2013 წელს რიბერიმ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იზეიმა.

