პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო

პოლ პოგბამ ტრავმა მიიღომანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში როსტოვის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც მან მოედანი დროზე ადრე დატოვა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა პოლ პოგბას, მაგრამ ის თავის გუნდს მიდლსბროსთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

გარდა ამისა, პოგბა საფრანგეთის ნაკრების უახლოეს თამაშებსაც გამოტოვებს. ამის შესახებ მანჩესტერის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ  განაცხადა. როსტოვთან მატჩი მანჩესტერ იუნაიტედმა 1-0 მოიგო და ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ბელგიური ანდერლეხტი იქნება. შეგახსენებთ რომ ევროპის ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას იღებს.