პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ რამდენიმე დღის წინ მის მეგობარს, მიხეილ თათარაშვილს ნარკოტიკი ჩაუდო.აღნიშნულ ფაქტს თავად ბრალდებული და მისი თანმხლები პირებიც ამტკიცებენ.
_ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მქონდა მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მეუბნებოდა, რომ ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რაღაცის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბი სუბოტექსი… მაგრამ იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ასეთ თემაზე, არასდროს ყოფილა ამაზე არც გაჩერებული და არც დაჯარიმებული, რომ ვერც წარმოვიდგენდით ეგეთ რაღაცას.
აპირებენ კიდევ იგივეს გაკეთებას ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლის. მგონი, უნდა ვუშველოთ რამე ჩვენს ახალგაზრდებს.
ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე, რადგან ჩემი სიძის ახლობელი იყო. იგივენაირი სცენარი განმეორდა ახლაც. არ ვიცი როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, _ განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
განცხადების გაკეთებამდე ანა მარგველაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დაკავებული მიხეი თათარაშვილი და მინდია გოგოჭური ჩანან. ვიდეოდან ირკვევა, რომ ისინი შესაძლო დაპატიმრების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ.

