ბარსელონასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ პსჟ-ს გულშემატკივრები თავიანთ გუნდს პარიზის აეროპორტში ძალიან აგრესიულად დახვდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. გარდა ამისა, რამდენიმე გულშემატკივარმა ფეხბურთელების მანქანებიც დააზიანა, რის შემდეგაც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა გახდა საჭირო.
საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა პსჟ-ს ფანები ასე იოლად თავიანთ გუნდს ამ წაგებას არ აპატიებენ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ბარსელონასთან ნოუ კამპზე 1:6 წააგო, მას შემდეგ რაც პარიზელებს პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდათ მოგებული.

