როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ქუთაისის “ტორპედოს” ფასს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაადგენს და აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიას მიაწვდის.
ამის შემდეგ, ქუთაისის მერია გადაწყვეტს, რომელ დღეს გავა კლუბი გასაყიდად აუქციონზე. აუქციონზე “ტორპედო” სწორედ ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილ ფასად გაიყიდება.
მოგეხსენებათ, იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700.000 ლარად შეაფასა და სწორედ ამ ფასში უნდა გაყიდულიყო “ტორპედო”, თუმცა არათუ არ გაიყიდა, არამედ გასაყიდად აუქციონზეც არ გასულა.
ამის მიზეზი კი ვალუტის კურსია, რომელიც იანვარში ძალიან არასტაბილური იყო და ამან კლუბის ფასზეც იმოქმედა.
გამომდინარე იქიდან, რომ იანვრიდან დღემდე უცხოური ვალუტის კურსმა ლართან მიმართებით საგრძნობლად იკლო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ტორპედოს” ახალი საწყისი ფასი დაიკლებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს.

