რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პირველ კლასში შესვლა 2017 წელს

რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პირველ კლასში შესვლა 2017 წელსმომავალ პირველკლასელთა მშობლებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში შესვლას 6–წლამდე, ე.წ. 5–წლიანი ბავშვებიც შეძლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ განმარტება EDU.ARIS.GE-სთან კიდევ ერთხელ, დამატებით მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გააკეთა. კერძოდ, მშობლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონში ცვლილება პარლამენტმა განახორციელა.

– ეს ინფორმაცია რეალური არ არის. ახალი ინიციატივა პარლამენტში არ ყოფილა დარეგისტრირებული და ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლაში შესვლის ასაკად კვლავ რჩება 6 წელი. ანუ, 15 სექტემბერს ბავშვი უნდა იყოს 6 წლის, რომ სკოლაში შევიდეს, – განაცხადა ლია გიგაურმა.

შეძლებს თუ არა ექვს წლამდე ბავშვი კერძო სკოლაში შესვლას, ვინაიდან, კერძო სკოლებს აქამდე უფლება ჰქონდათ, რომ სწავლის დაწყების თარიღი ინდივიდუალურად განესაზღვრათ და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არა 15 სექტემბერი, არამედ მომდევნო თვე.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ბრძანებაში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი სხვადასხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას და სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი გადაიწიოს. ეს გამონაკლისი კერძო სკოლებსაც ეხება.