რაული რეალში იმუშავებს

რაული რეალში იმუშავებსმადრიდის რეალის ლეგენდარული ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო თავის მშობლიურ კლუბში ბრუნდება, სადაც ის რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩევლად იმუშავებს.

რაულმა სამეფო კლუბში 16 წელიწადი გაატარა და ამ ხნის მანძილზე 228 გოლის გატანა შეძლო.

საფეხბურთო კარიერა რაულმა ორი წლის წინ დაასრულა და მისი ბოლო გუნდი ნიუ იორკ კოსმოსი იყო, სადაც რაული კარიერის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული გუნდის დირექტორი იყო.

რაული რეალში წლევანდელ ზაფხულს დაბრუნდება და ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას.