მადრიდის რეალმა სტუმრად ბილბაოში ადგილობრივი ატლეტიკი დაამარცხა 2–1 და ამ გამარჯვების შემდეგ სამეფო გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა. შეხვედრა ატლეტიკის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ 25–ე წუთზე კარიმ ბენზემამ კრიშტიანო რონალდუს ზუსტი პასის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში ატლეტიკი ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ რეალი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. შეხვედრის 65–ე წუთზე არიც ადურისმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 3 წუთში რეალმა კაზემიროს გოლის წყალობით დაიბრუნა უპირატესობა. დარჩენილ დროში ატლეტიკის შეტევებს რეალი მშვიდად გაუმკლავდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

