რეალს და პსჟ-ს მონაკოს ახალგაზრდა ფორვარდის კილიან მბაპეს შეძენა სურთ

რეალს და პსჟ-ს მონაკოს ახალგაზრდა ფორვარდის კილიან მბაპეს შეძენა სურთმადრიდის რეალი და ფრანგული პსჟ მონაკოს ახალგაზრდა ტალანტის კილიან მბაპეს შეძენას შეეცდებიან.

მბაპე საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და მისი ყიდვა უკვე მსოფლიოს გრანდებს სურთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალი მზად არის მბაპეში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო პსჟ კი უფრო მეტს 80 მილიონ ევროს იხდის.

თვითონ ფეხბურთელი ჯერჯერობით თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ცხადია რომ მონაკოში მას დიდიხანი არავინ გააჩერებს.

არსენ ვენგერმა მბაპე ახალგაზრდა ტიერი ანრის შეადარა და მისი თქმით მბაპეს წინ დიდი მომავალი აქვს.