მადრიდის რეალის მთავარი მიზანი წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ახალი მეკარის შეძენა იქნება. გუნდის ხელმძღვანელობა კეილორ ნავასის თამაშით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს ის სავარაუდოდ რეალს დატოვებს.
რეალს უკვე რამდენიმე წელიწადია მანჩესტერ იუნაიტედის გოლკიპერის დავიდ დე ხეას შეძენა სურს, მაგრამ ეს ტრანსფერი უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა.
თუ რეალი დე ხეას ყიდვას ვერ შეძლებს, სამეფო გუნდი სათადარიგო ვარიანტად ბელგიელ მეკარეს ტიბო კურტუას განიხილავს, რომელიც ამჟამად ჩელსის ღირსებას იცავს.
კურტუამ რამდენჯერმე თქვა, რომ რეალში თამაშზე უარს არ იტყოდა.
კურტუას სატრანსფერო ფასი დაახლოებით 70 მილიონი ევროა და ჩელსი მას ადვილად არ დათმობს.

