მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი ცოლი რებეკა ელისონი გარდაიცვალა.
რებეკა 2015 წლის მაისში მკერდის კიბოს ემსხვერპლა და მას შემდეგ რიო ცდილობდა ამ თემაზე არ ესაუბრა. ამჯერად ფერდინანდმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ მან ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა თავისი ცოლის სიკვდილის შემდეგ.
ფერდინანდსმა აღიარა, რომ ერთი პერიოდი ის სუიციდზეც ფიქრობდა, მაგრამ თავისი შვილების გამო მან ეს ეტაპი გადალახა.
რიოს თქმით, მისმა შვილებმა ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ამჟამად ფერდინანდი ტელევიზიაში ფეხბურთის ანალიტიკოსად მუშაობს.

