შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ძალიან კარგ ფორმაშია და ასაკი მას საერთოდ არ უშლის ხელს. ფედერერმა სეზონი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით დაიწყო და ინდიან უელსის მასტერსით გააგრძელა.
ფინალურ შეხვედრაში ფედერერის მეტოქე მისი თანამემამულე სტანისლას ვავრინკა იყო, რომელიც როჯერმა ორ სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ როჯერმა საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა რეიტინგში და ამჟამად ის მე-6 პოზიციას იკავებს.
ფედერერმა აღიარა, რომ ის არ ელოდა თავისი თავისგან ასეთ შედეგებს სეზონის დასაწყისში და მომავალში მან შესაძლოა ისევ პირველი პოზიციისთვის იბრძოლოს. ფედერერისთვის ეს 90-ე ტიტულია კარიერაში.

