ბულგარეთთან 0-2 მარცხის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დანი ბლინდი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
ამჟამად ჰოლანდიის ნაკრები მწვრთნელის გარეშეა და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რონალდ კუმანია, რომელიც ამჟამად ევერტონის მთავარი მწვრთნელია.
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ისინი რონალდ კუმანის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ. თვითონ კუმანს კი ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

