რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2 იღებს ძმები ყარამანაშვილების წინადადებას რუსთავი 2–თვის ტელეკომპანია საქართველოს 51%–ის გადაცემის შესახებ.
_ შეიქმნება შპს “რუსთავი 2–ის გუნდი”, რომელიც ორშაბათს გადაიფორმებს ტელეკომპანია საქართველოს 51%–ს _ განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2–ის ეთერში.
მისი თქმით, დღეს, 7 საათზე, ტელეკომპანიაში გაიმართება საერთო კრება, რომელზეც დადგინდება ახალი შპს–ს შემადგენლობა.
ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია ტელეკომპანიის სარედაქციო დამოიკიდებლობისთვის, ფინანსურ სარგებელს კი ნაკლებად მოელის.
_ რუსთავი 2 ვერასდროს გახდება იმდენად მომგებიანი არხი, რომ ჩვენ დივიდენდების დარიგება შევძლოთ, _ დასძინა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

