საქართველოს ნაკრები 7 ივნისს სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლებს

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლებსსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ ვაისის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს საქართველოში უმასპინძლებს.

ფიფას რეიტინგის 73-ე ნაკრები კონკაკაფის ზონაში ასპარეზობს.

ამხანაგური მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 11 ივნისს მოლდოვაში ჩაატარებენ

უახლოესი ორი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს საქართველოში გაივლის.