საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართა.
ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებთან 1 ქულის სხვაობით 7:8 დამარცხდნენ და ანთიმოზ ივერიელის თასი დათმეს.
თუმცა რაგბი ევროპის წესებიდან გამომდინარე, 8 ქულაზე ნაკლები მარცხის შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. ქულები კი ორივე გუნდს გაუთანაბრდა, თუმცა უკეთესი ბურთების თანაფარდობის გამო 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი სწორედ ქართველ მორაგბეებს დარჩათ.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატურნირო ცხრილშიც პირველ პოზიციაზე იმყოფება.

