საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთთან 1:3 წააგო

საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთთან 1:3 წააგოსაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთთან 1:3 წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

ქართველებმა თამაში კარგად დაიწყეს და უკვე მე–5 წუთზე ნიკა კაჭარავამ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მათ ამ მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლოს დუშან ტადიჩმა პენალტით ანგარიში გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმში კი სერბეთის ნაკრებმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო და საბოლოოდ მატჩი 3:1 დასრულდა მათ სასარგებლოდ.

5 ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 2 ქულა აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ არსებობს.