სერიალი ”შუა ქალაქში” დახურეს

სერიალი ”შუა ქალაქში” დახურესერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი ”შუა ქალაქში” დახურეს.
”ღამის შოუს სტუდიის” ნაწარმოები ეთერში 10 წლის განმავლობაში გადიოდა და მისმა თითოეულმა პერსონაჟმა, იქნებოდა ეს მთავარი თუ მეორეხარისხოვანი, მაყურებელს თავი განსაკუთრებულად შეაყვარა.
ირაკლი და მარიკა ჩხეიძეები, დები ღლონტები, ლაშიკო, ვახო, დათო, ანანო, სანდრო და სხვა გმირების ეკრანზხე გამოჩენას მაყურებელი ყოველ საღამოს მოუთმენლად ელოდა.
მაღალრეიტინგული სერიალის 10 წლიანი ისტორია მოულოდნელად დასრულდა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ გაავრცელა:
_ ფანატიურად არავინ და არაფერი შეიყვაროთ.!!! დასასრული უფრო მარტივი, შეგნებული და გააზრებული იქნება.!!! მშვიდობით, ”შუა ქალაქში”. 23.09.2007.— 21.03.2017. საწყენია, მოულოდნელად 10 წლის შრომა რომ მთავრდება.