მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სტუმრობისას განაცხადა, რომ თავისი ძვირადღირებული მანქანა ”რენჯ როვერი” შვილის, ევას ოპერაციისთვის გაყიდა და ახლა ტაქსით გადაადგილდება.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი მას ახალი მანქანა აჩუქეს. წითელი ბაფთით შეფუთული მანქანა შორენას სახლთან მიუყვანეს. ფოტოები მსახიობმა ინტერნეტში თავად განათავსა.
ჯი კლასის ”მერსედეს ბენცი” შავი ფერისაა. ავტომობილი იაფი ნამდვილად არ ღირს _ მისი ფასი 80.000 ევროდან იწყება.
შორენამ ფოტოს გამოქვეყნებისთანავე ბევრი მილოცვა და დადებითი კომენტარი მიიღო. გულშემატკივრების სურვილებს მსახიობმაც უპასუხა და თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადაუხადა.