სროლა ბრიტანეთის პარლამენტთან _ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია

სროლა ბრიტანეთის პარლამენტთან _ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულიასულ ცოტა ხნის წინ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტთან, სროლა ატყდა.

პარლამენტის შენობა დასურეს. მისი მუშაობა შეჩერებულია.

შენობაში ექიმები 2 დაზარალებულს უწევენ დახმარებას. ვენსტმინსტერის ხიდზე, პარლამენტის მახლობლად, დაახლოებით 10 დაჭრილია.

ადგილზე მივიდა საჰაერო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

პოლიცია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

_ ეს არის ინციდენტი ძალის გამოყენებით, _ განაცხადა მან.

არის ინფორმაცია, რომ პოლიციელმა მოკლა უცხო მამაკაცი.

მომხდარი უკვე ფასდება, როგორც ტერორიზმი.