მუსიკოსმა და ჯგუფ ”ბანის” პროდიუსერმა ჭაბუკა ამირანაშვილმა ჯვარი დაიწერა. მან თავისი ცხოვრების თანამგზავრს ნათია კუდაშვილს უფლის წინაშე ერთგულება შეჰფიცა.
ჯვრისწერა მუსიკოსმა მეგობრების და ოჯახის წევრების ვიწრო წრეში აღნიშნა. მისი და მისი მეუღლის მეჯვარეები უახლოესი მეგობრები იყვნენ.
ჯვრისწერის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბატონი ჭაბუკას და ქალბატონი ნათიას ფოტოებს უამრავი მოწონება აქვს. მეგობრები და ნაცნობები მათ დიდხანს ერთად ყოფნას და ბედნიერად ცხოვრებას უსურვებენ.