რამდენიმე წუთის წინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც დებ რჩეულიშვილებს ეხება:
ფიქრები რჩეულიშვილების თაღლით ოჯახთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე:
თუ ოჯახის წევრები კოლექტიურად ატყუებდნენ ადამიანებს, რატომ არ უნდა დაისაჯონ? რადგან ერთი უკვე ციხეში ზის?
გულისამრევია, როდესაც ამ ქვეყანაში თავად საზოგადოება ითხოვს შერჩევით სამართალს: არ მჯერა, რომ სხვა, ნაკლებად ცნობილი ორი თაღლითი და თუ იქნებოდა, მათაც გამოუჩნდებოდნენ ამდენი “დამცველები”…
“დაჭერით დაზარალებულებს არაფერი ეშველებათ” – არც მკვლელის დაჭერით გაცოცხლდება გარდაცვლილი.
რამდენი თაღლითი მშენებელი იცით დაჭერილი ამ ქვეყანაში? ობიექტურად თუ დავაკვირდებით, ისიც ჩანს, რომ ესენი თაღლითობისთვის კი არ დაიჭირეს, ბიძინას ლანძღვისთვის გაწირეს. თორემ სულ ფეხებზე არ კიდიათ დაზარალებულები…?
ოთხი წლის შემდეგ, როდესაც ეს აფერისტი დები ციხიდან გამოვლენ, მოტყუებულ ხალხს რა ეშველება? მორჩა ამით ყველაფერი? დარწმუნებული ვარ, თუ მილიონებს მისცემთ, აქ არაერთი გარეწარი ავანტიურისტი ჩაჯდებოდა 4 წლით ციხეში…