ვინ აგროვებს მედეა ჩახავას სახელით ფულს?

ვინ აგროვებს მედეა ჩახავას სახელით ფულს?თეატრისა და კინოს მსახიობის მედეა ჩახავას სახელით თანხას აგროვებენ. თბილისის შუაგულში მელიქიშვილის გამზირზე დგას სპეციალური შესაწირი ყუთი, რომელსაც აწერია, `მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური აკადემიის~ თეატრის საქველმოქმედო ფონდი ”ერისიმედი”.
მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური კინოაკადემია დიდი ხანია არსებობს და ამის შესახებ მსახიობის შთამომავლებმაც იციან, თუმცა ფონდის არსებობის შესახებ მათთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი.
თემურ ჩხეიძის შვილმა დეა ჩხეიძემ ინტერნეტში გაავრცელა შესაწირი ყუთის ფოტოები და სიტუაციაში გარკვევა მაკა მახარაძეს, ნატა მურვანიძეს, ანუკა მურვანიძეს და ეკა ჩხეიძეს სთხოვა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.
მაკა მახარაძე, მედეა ჩახავას შვილი:
_ აი, ეს კი უკვე მეტისმეტია!
ანუკა მურვანიძე, მედეა ჩახავას შვილიშვილი:
_ მართლა არ ვიცი, რა ვთქვა… მე ვიცი, ვინც უდგას ამას სათავეში. ჩვენი ოჯახი რომ არა, მაგის 100%-იან გარანტიას გაძლევთ…
ნატო მურვანიძე, მედეა ჩახავას შვილიშვილი:
_ არ შეიძლება ვუჩივლოთ? ძალიან გავბრაზდი!
ეკა ჩხეიძე, მედეა ჩახავას შვილიშვილი:
_ რა სირცხვილია. ვუჩივლოთ.